„ბოევიკებმა“ დონეცკის აეროპორტის ახალი შტურმი დაიწყეს
დონეცკის დასავლეთით, სადაც აეროპორტი მდებარეობს, კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. „ბოევიკებმა“ დონეცკის აეროპორტის ახალი შტურმი დაიწყეს, – წერს უკრაინული პრესა.
„ბოლი სპორტულ კომპლექს „სპარტაკის“ მხრიდანაა, მეორე ხანძარი – მინდორში „მეტროს“ და „სპარტაკს“ შორის. ასაფრენი ბილიკიც იწვის“, – ამბობენ თვითმხილველები. დონეცკის მოსახლეობა კი სოციალურ ქსელებში კომენტარებს აკეთებს: „დონეცკი – განსაკუთრებული სტატუსი – ეს კარგია. ახლა დილით „კანონიერი“ არტილერიისგან იღვიძებენ“.