კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონ ბერდმა განაცხადა. სანქციების სიაში „რუსეთის სბერბანკი“, მიტიშინის და კალინინის სახელობის მანქანების სამშენებლო ქარხნები და სხვა საწარმოები მოხვდნენ. გარდა ამისა, სიაში კერძო პირები შეიყვანეს, რომელთაც ამიერიდან კანადის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. მათი შესაძლო აქტივებიც გაიყინება.
ამ პირების შორის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი იური სადოვენკო, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი დიმიტრი ბულგაკოვი, შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ნიკოლაი ბოგდანოვსკი, სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ოლეგ სალიუკოვი არიან. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯონ ბერდის განცხადებით, „კანადა კვლავ უკმაყოფილოა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიით“ და ამიტომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები