პეტრიაშვილი: პრეზიდენტის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა განთავსებულიყო
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა განთავსებულიყო. როგორც პეტრიაშვილმა “ტელეიმედის” ეთერში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათონელის ქუჩაზე მშენებარე რეზიდენციაში უნდა გადავიდეს, რადგან ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში მიღებებისთვის შესაბამისი ხარჯები გაწიოს.
“შეიძლება მიკერძოებაში ჩამითვალონ, მაგრამ ეს პოზიცია ყველამ კარგად იცის – იმთავითვე, სანამ ჯერ კიდევ ოპოზიციაში ვიყავი, მე მხარს ვუჭერდი რეზიდენციაში ერთ-ერთი სახელისუფლებო უწყების, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასვლას. პლუს დამატებული ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში მიღებებისთვის შესაბამისი ხარჯები გაწიოს. შესაძლებელი იყო ის მომსახურებოდა ყველას, პრემიერ – მინისტრს, სხვა უწყებას, როდესაც მაღალი დონის დელეგაციები ჩამოვიდოდა. ასე, რომ ის დიდი მიღებებისა და მოწვევებისთვის გაკეთებულიყო, ეს ჩემი პოზიცია იყო”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.