ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვიზიტს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში განაგრძობს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დუბაიში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური დღეს შეხვედრებს გამართავს აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე მოჰამედ თანი ალ რემეითისთან, შეიხ ჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრის სამეფო კარისა და აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარესთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა ქალაქ რას ალ ხაიმას, სადაც საქართველოს დელეგაციას შეიხ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმი უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები