ფსკოველმა დეპუტატმა რუსეთის სამხედრო პროკურორს დაღუპული მედესანტეების სია გაუგზავნა

ფსკოველმა დეპუტატმა ლევ შლოსბერგმა რუსეთის მთავარ სამხედრო პროკურორს სერგეი ფრიდინსკის განცხადებით მიმართა. განცხადებაში დეპუტატს უკრაინაში დაღუპული ფსკოველი მედესანტეების სია აქვს მოყვანილი. შლოსბერგი პროკურორისაგან ჯარისკაცების გარდაცვალების მიზეზების, მათი დაღუპვის ადგილის, დავალებაზე გაგზავნის ბრძანების გაცემის და სხვა დეტალების დადგენას ითხოვს. შეგახსენებთ ლევ შლოსბერგი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში, რუსი მედესანტეების მონაწილეობის შესახებ გამოძიებას დამოუკიდებლად ატარებდა.ის გახლავთ გაზეთის „Псковская губерния“-ს დირექტორი, რომელიც პირველი გახლდათ ,ვინც ფსკოველი მედესანტეების ლეონიდ კიჩატკინის და ალექსანდრე ოსიპოვის დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. აგვისტოს ბოლოს თავისი საქმიანობის გამო ლევ შლოსბერგი თავდასხმის ობიექტი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები