აშშ-ს ელჩი უკრაინაში: აშშ ყირიმში ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს
აშშ-ს ელჩი უკრაინაში ჯეფრი პაიეტი აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აშშ არ აღაირებს ყირიმში ჩატარებულ არჩევნებს და მის შედეგებს. “აშშ არ აღიარებს ყირიმში ე.წ. რეგიონალური და ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობს მათ შედეგებს“. პაიეტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ყირიმისადმი აშშ-ს დამოკიდებულება: „ჩვენი პოზიცია ყირიმისადმი ნათელია: ნახევარკუნძული უკრაინის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“, – წერს პაიეტი თავის ტვიტერ-ბლოგზე.