სამტრედიაში შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით მეწყერისაგან დაზიანებული ადგილების გასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ გამოჩინებულში, წმინდა გიორგის სახელობის, ზანდოს მამათა მონასტრის მიმართულებით მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეწყრული მოვლენებიდან გამომდინარე გზა მთლიანად ჩაიკეტა და გადაადგილება შეუძლებელია. ადგილზე კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს მეწყერისაგან სავალი ნაწილის გასუფთავების სამუშაოები.

„ექვსი თებერვლის ღამის სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შესაბამისი კომისია ახორციელებს. ამ ეტაპზე, იდენტიფიცირებულია შემდეგი დაზიანებები: დაზიანებულია 1 საჯარო სკოლის და 1 საბავშვო ბაღის სახურავი. ელექტროენერგია დილით არ მიეწოდებოდა 22 სოფელს, შესაბამისად „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ყველა ბრიგადა მუშაობს ინტენისურ რეჟიმში და უკვე აღუდგა რამოდენიმე დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება. სოფელ გორმაღალში დაზიანებულია საფეხმავლო ხიდი, ასევე ბოგირი და მგზავრთა მოსაცდელი. მეწყრული მოვლენები აღინიშნება სამ ლოკაციაზე მათ შორის, სოფელ გამოჩინებულში.

სტიქიის ზონაში მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე იმყოფება. როგორც მერმა განმარტა ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი კეთდება დაზიანებების დროულად აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები