უხვმა ნალექმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. თოვლსა და წვიმას თან დაერთო ძლიერი ქარიც, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტრო სადენები, ქალაქის ტერიტორიაზე დაფიქსირდა წყალმოვარდნები, მოტყდა ხეები, დაზიანდა კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალება. დილიდან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები და სპეცტექნიკა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.

“ადგილებზე, სადაც რთული ვითარებაა, ჭიათურის მერი – გივი მოდებაძე მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა. ქალაქის მერი არსებულ ვითარებებს გაეცნო და შესაბამის სამსახურებს დაავალა, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს პრობლემების აღმოფხვრა. გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია სამაშველო სამსახური და “ჯორჯიან მანგანეზის” სპეც ტექნიკა. მობილიზებულია”ენერგოპრო ჯორჯიას”სპეციალური ბრიგადები.
მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები