ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დორა ჰოფერის გამოფენა გაიმართება

 

    საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი 17 სექტემბერს, 18:00 საათზე, გამოფენას მასპინძლობს. როგორც “კვირას” სახელმწიფო მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენაზე სახელწოდებით “ASANOHA”, წარმოდგენილი იქნება ცნობილი შვეიცარიელი ტექსტილის მხატვრის, დორა ჰოფერის ნამუშევრები და ინსტალაცია. გამოფენის გახსნის შემდეგ მოეწყობა საჯარო ლექცია, სადაც განხილული იქნება მხატვრის შემოქმედება და შთაგონება, სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაუსვან კითხვები. ტრადიციულად ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, ქართული ნუგბარის დასაგემოვნებლად, ახლად გახსნილ საჩაიე „მუშტაიდში“ გიმასპინძლებთ.

10710904_957316587617665_3629356954124663798_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები