დავით კაკაბაძის გამოფენა პარიზში

დღეს, პარიზში, დავით კაკაბაძის ნამუშევრების რეტროსპექტივა გაიმართება. ღონისძიება საქართველოსა და ევროკავშირის კულტურული დაახლოების პროგრამის ფარგლებში იმართება და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით ხორციელდება. დავით კაკაბაძე – (20 აგვისტო, 1889 – 10 მაისი, 1952) ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, ხელოვნების თეორეტიკოსი და გამომგონებელი, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ქართული ხელოვნება გლობალურ მოდერნისტულ მოძრაობას დაუახლოვა. გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი მხატვრის 40 ნამუშვარი, მათ შორის კონსტრუქციულ-დეკორატიული კოლაჟები და სხვადასხვა პერიოდის გრაფიკა, ზეთის და აკვარელის ნამუშევრები, პარიზის მაიოლის მუზეუმში (Musée Maillol) გაიხსნება და 5 თვეს გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები