რუსთაველის თეატრში სეზონი რობერტ სტურუას სპექტაკლით გაიხსნება

დღეს 19 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ახალი, 136-ე სეზონი იხსნება. სეზონს რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლის „ასულნი“-ს პრემიერა გახსნის. სპექტაკლი პოლიკარპე კაკაბაძის პიესის „სამი ასულის“ მიხედვით იდგმება და ავტორის 120 წლის იუბილეს ეძღვნება. სპექტაკლის მხატვარია ანა ნინუა, კომპოზიტორი – გია ყანჩელი, ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე; მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძეს ეკუთვნის; მონაწილეობენ: ნინო არსენიშვილი, მანანა გამცემლიძე, თათული დოლიძე, მარინა კახიანი, ზაზა ლებანიძე, ნანა ლორთქიფანიძე, ეკა მინდიაშვილი, მარიკა ჭიჭინაძე, დარეჯან ხარშილაძე და მარინა ჯანაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები