ქეთი მელუა 30 წლის გახდა

ქეთი მელუა 1984 წლის 16 სექტემბერს ქუთაისში დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები საქართველოს დედაქალაქ თბილისში ბებიასა და ბაბუასთან გაატარა, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ბათუმში გადასახლდა, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა.
1993 წელს, საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე, მისი ოჯახი საცხოვრებლად ჯერ ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია) გადავიდა, 1998 წელიდან კი ინგლისის ქალაქ რედჰილში გადასახლდა. ქეთის სამომავლო გეგმები ხან ისტორიკოსობას, ხან კიდევ პოლიტიკოსობას უკავშირდებოდა, თუმცა მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში სახელწოდებით “Stars Up Their Nose”.
კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით: “Without You” და გაიმარჯვა. 17 წლის ასაკში მან ბრიტანეთის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში ჩააბარა. სკოლის დასრულების შემდეგ, 2003 წლიდან ქეთი სადებიუტო ალბომზე იწყებს მუშაობას. დღემდე ქეთიმ 7 ალბომი ჩაწერა და 5 ფილმის საუნდტრეკზე იმუშავა.
2 წლის წინ ქეთიმ ცნობილ მოტომრბოლელ ჯეიმს ტაუზლენდზე დაიწერა ჯვარი. დღეს ქეთი მელუას პირადი ქონება 12 მილიონ ფუნტ სტერლინგს აღემატება.

10695043_10202972111449993_557735599_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები