დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა.

პოლიტიკოსის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.

ტუსკის ვიზიტის შესახებ ბევრი დეტალი ცნობილი არ არის, თუმცა, ცნობილია, რომ ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე, პრემიერმინისტრ დენის შმიჰალს შეხვდება.

განსახილველ თემებს შორის იქნება პოლონეთის მიერ უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის აკრძალვა და პოლონელი გადამზიდავების მიერ საზღვრის გადაკეტვა, მათი უკრაინელი კონკურენტებისთვის შეღავათების დაწესების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები