ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა
ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაცია “კვირას” საგარეო უწყებაში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან.
“დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან”,- განუხადეს “კვირას” უწყებაში.
შეგახსენებთ, ბაქოში ბინაგადის რაიონში მდებარე ავეჯის საწარმოში აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 24 ადამიანი.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.