საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
„თქვენი შრომა ჩვენი ერის სამსახურში სამაგალითო იყო ყოველდღიურად. თქვენ განახორციელეთ ჩვენი პროექტი სიმამაცით, ერთგულებითა და მონდომებით. მთელი გულით მადლობას გიხდით“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.
აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ემანუელ მაკრონი არსებული მინისტრთა კაბინეტის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის გათავისუფლებას აპირებდა.
ცნობისთვის, ელისაბედ ბორნი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2022 წლის 16 მაისიდან იკავებდა. 2020-2022 წლებში იყო შრომის მინისტრი, 2019-2020 წლებში იკავებდა ეკოლოგიის მინისტრის, ხოლო 2017-2019 წლებში ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობას.
Madame la Première ministre, chère @Elisabeth_Borne, votre travail au service de notre Nation a été chaque jour exemplaire. Vous avez mis en œuvre notre projet avec le courage, l’engagement et la détermination des femmes d’État. De tout cœur, merci. pic.twitter.com/G26ifKfKzj
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) January 8, 2024