ნინო წილოსანი – უძილაურის საქმეზე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, პასუხისგებაშია მისაცემი

“ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, პასუხისგებაშია მისაცემი,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ უძილაურის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეული ასეთი ფაქტი არის ძალიან შემაშფოთებელი.

“სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებით აქტიურია სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანების გამოვლენასთან დაკავშირებით.
თითოეული ასეთი ფაქტი არის ძალიან სევდიანი და შემაშფოთებელია, თუმცა, როდესაც საკუთარი ქვეყნის ღალატზე მიდგება საქმე, აქ არ შეიძლება, რომ რომელიმე ადამიანით, ან მისი პიროვნული ფაქტორით ვიმსჯელოთ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, პასუხისგებაშია მისაცემი”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები