ნეთანიაჰუ და გალანტი: ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთში მალე არ დასრულდება – საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება

ისრაელის მმართველი პარტიის დეპუტატებთან გამართული ბრიფინგის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ისინი ხაზს უსვამენ, რომ ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთში მალე არ დასრულდება და იგი მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„იმისთვის, რომ ომი კიდევ მრავალი თვის განმავლობაში გავაგრძელოთ, ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება და მის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები