ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია Spiegel-ი ფეხბურთელის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბეკენბაუერი კვირას, 7 იანვარს გარდაიცვალა.
ფრანც ბეკენბაუერი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად (1972, 1976). ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. ბრაზილიელ მარიო ზაგალოსთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში გახდა.