„გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“ – ჯოზეფ ბორელი

High Representative of the European Union for Foreign Affairs and Security Policy Josep Borrell speaks to members of the media as he attends a European Union (EU) Foreign Ministers' meeting in Brussels, Belgium January 23, 2023. REUTERS/Johanna Geron

გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„ფეისალ ბინ ფარჰან ალ-საუდთან ჩვენი ერთობლივი სამშვიდობო ინიციატივა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსის მოქმედებაში მოყვანის ნაბიჯები განვიხილე. გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს ბორელი X-ზე.

როგორც მან აღნიშნა, პრინცი ფეისალი 22 იანვარს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები