ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური დაიღუპა
ლიბანის უშიშროების წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მეთაური დაიღუპა. ამის შესახებ Sky News-ი წერს.
ამასთან, Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მსხვერპლი „ჰეზბოლას“ ელიტარული „რადვანის“ ძალების ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე, ვისამ ტავილი იყო.
შემთხვევა სოფელ მაჯდალ-სელმში მაშინ მოხდა, როდესაც ტავილი და „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მებრძოლი, საჰაერო თავდასხმისას, მანქანაში ისხდნენ.
აღსანიშნავია, რომ „ჰეზბოლას“ მეთაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას თავად დაჯგუფებაც ადასტურებს.