“დედამისის წარმომავლობა მისი აქილევსის ქუსლია” – კიმ ჩენ ინს დღეს 40 წელი შეუსრულდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს დღეს 40 წელი შეუსრულდა, თუმცა, ქვეყანაში საზეიმო ღონისძიებები არ იმართება.
ჩრდილოეთ კორეაში კიმის მამის – კინ ჩენ ირის და ბაბუის – კიმ ირ სენის დაბადების დღეები საზეიმოდ, პომპეზურად აღინიშნება.
როგორც ზოგიერთი დამკვირვებელი ვარაუდობს, კიმი შესაძლოა, ფიქრობს, რომ ძალიან ახალგაზრდაა ან სჭირდება დიდი მიღწევები, რომ პომპეზური დაბადების დღე ჰქონდეს.
ნაწილი კი ვარაუდობს, რომ მოკრძალებულობა შესაძლოა, გარდაცვლილი დედამისის წარმომავლობას უკავშირდებოდეს – იაპონური წარმოშობის მოცეკვავე კო იონ ხუეის, რომელიც კიმ ჩენ ირის მეორე, ან მესამე ცოლად მიიჩნეოდა და ეს ფაქტი კიმების დინასტიური მმართველობისთვის არახელსაყრელად ითვლება.
„ის ფაქტი, რომ დედამისი იაპონელია, მისი აქილევსის ქუსლია, რაც ძირს უთხრის მის ლეგიტიმურობას პეკტუს დინასტიაში. როდესაც კიმ ჩენ ინის დაბადების დღე ოფიციალური დღესასწაული გახდება, ის მაინც არ გაასაჯაროებს ამ დღის დეტალებს”, – მიიჩნევს სეულის ეჰვას ქალთა უნივერსიტეტის პროფესორი, პაკ ვონ-გონი.