“სტრატეგიული სიმშვიდის შენარჩუნებას გირჩევთ” – ორბანის ოფისში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელად მის შესაძლო არჩევას გამოეხმაურნენ

“ამ საკითხში სტრატეგიული სიმშვიდის შენარჩუნებას გირჩევთ” – ასე უპასუხეს უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის ოფისში “რია ნოვოსტი”-ს კითხვას, შეძლებს თუ არა ის ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის პოსტის დაკავებას.

საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ევროპული საბჭოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ პოსტს რამდენიმე თვეში ვადაზე ადრე დატოვებს, რათა კენჭი ევროპარლამენტის წევრის არჩევნებში იყაროს.

არჩევნები ივნისშია ჩანიშნული, უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას 1-ელ ივლისს გადაიბარებს და იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდში მიშელის შემცვლელი არ გამოვლინდა ორბანი, ავტომატურად ხელმძღვანელის სავარძელს დაიკავებს.

თუმცა, როგორც თავად შარლ მიშელმა თქვა, ევროკავშირს რამდენიმე ინსტრუმენტი აქვს საიმისოდ, რომ ორბანის არჩევის არიდება მოხდეს, “თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება”. რადგან, როგორც შარლ მიშელი ამბობს, ივნისისთვის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დასახელებულიყო მისი შემცვლელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები