“ჰამასთან” ისრაელის ომმა შესაძლოა, მეტასტაზირება განიცადოს” – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომმა, რომელიც ამჟამად ღაზაშია კონცენტრირებული, “შესაძლოა, ადვილად მოახდინოს მეტასტაზირება” პალესტინის ტერიტორიის მიღმა, რადგან რეგიონში “ღრმა დაძაბულობა” უფრო ფართო კონფლიქტის პერსპექტივას ზრდის.

მის განცხადებას ABC News-ი ციტირებს.

ბლინკენი ამბობს, რომ ასეთი საომარი მოქმედებები „კიდევ უფრო დიდ საფრთხეს და ტანჯვას გამოიწვევს“.

ბლინკენმა დასძინა, რომ ახლო აღმოსავლეთში ამჟამინდელი ვიზიტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად მეტის გაკეთების აუცილებლობის საკითხს დააყენებს.

„ძალიან ბევრი უდანაშაულო პალესტინელი უკვე დაიღუპა“, – თქვა მან.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და რომ ომის შედეგად დევნილი პალესტინელები “სახლებში უნდა დაბრუნდნენ”.

დიპლომატმა ისრაელის ზოგიერთი მინისტრისა და კანონმდებლის წინადადებებს ღაზადან პალესტინელების გამოსახლების შესახებ „უპასუხისმგებლო“ და „პროვოკაციული“ უწოდა და თქვა, რომ გაერომ დევნილთა განსახლებაში “გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები