ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში რჩება – როგორია პენტაგონის ხელმძღვანელის მდგომარეობა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში რჩება.

​პენტაგონის წარმომადგენლის, პატრიკ რაიდერის თქმით, ლოიდ ოსტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და ის კარგ ხასიათზეა, ხოლო 5 იანვარს მან ოპერატიული ინფორმაცია მიიღო და გუნდს საჭირო მითითებებიც მისცა.

„მას აქვს სრული წვდომა უსაფრთხო საკომუნიკაციო საშუალებებთან და ყოველდღიურად აკვირდება მთელს მსოფლიოში პენტაგონის ოპერაციებს”, – თქვა მან.

პენტაგონის სპიკერმა აღნიშნა, რომ 6 იანვარს ოსტინი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ესაუბრა, ასევე, დაუკავშირდა თავდაცვის მდივნის მოადგილე კეტლინ ჰიქსს, გაერთიანებული შტაბის უფროს გენერალ ჩარლზ ბრაუნს და მისი შტაბის უმაღლესი რანგის წევრებს.

„ამ დროისთვის ვერ მოგაწოდებთ მისი გამოწერის კონკრეტულ თარიღს, მაგრამ მდივნის მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდებას გავაგრძელებთ”,- განმარტა პატრიკ რაიდერმა.

5 იანვარს გახდა ცნობილი, რომ ლოიდ ოსტინი 1-ელ იანვარს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 4 დღე გაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები