WSJ: ილონ მასკი სხვადასხვა ნარკოტიკს მოიხმარდა
SpaceX-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ილონ მასკი მთელს მსოფლიოში სხვადასხვა კერძო წვეულებებზე ნარკოტიკს მოიხმარდა, მათ შორის, LSD-ს, კოკაინს, ექსტაზს, ფსილოციბინის სოკოს და კეტამინს.
ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ცნობით, 2018 წლიდან 2021 წლამდე მასკი რამდენიმე წვეულებას დაესწრო, რომლის მონაწილეები შესასვლელში ტელეფონებს ტოვებდნენ და გაუთქმელობის შესახებ შეთანხმებას აწერდნენ ხელს.
გაზეთი წერს, რომ Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელებს მასკის მიერ ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი აშფოთებთ. მათი ნაწილი შიშობს, რომ ამ ფაქტმა მისი კომპანიები შესაძლოა, დააზიანოს.
ისინი იხსენებენ მისი შეხედულებების ცვლილებას, უხეშ გამონათქვამებს და პროვოკაციულ ქცევას.
თავად მასკი ნარკოტიკის მოხმარებას უარყოფს და ამბობს, რომ ნარკოტიკზე ტესტს რეგულარულად აბარებს და არცერთი ჩავარდნა არ აქვს.