“ჰამასი” – ღაზას სექტორში ბოლო ერთ დღეში 73 პალესტინელი დაიღუპა

ღაზას სექტორში ბოლო 24 საათში 73 პალესტინელი დაიღუპა, 99 კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაცია “ჰამასის” მიერ კონტროლირებადმა ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

მათივე ცნობით, მათ შორის 8 ადამიანი დეირ ალ-ბალახთან მომხდარ იერიშს ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალებს ამ იერიშის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.

“ჰამასში” აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან 22 835 პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის შეფასებით, ღაზას სექტორზე სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან, დაახლოებით, 8 500 ტერორისტია ლიკვიდირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები