ისრაელი “ჰამასთან” ომის მესამე ფაზაში გადავიდა
ისრაელი ღაზას სექტორში ომის მესამე ეტაპზე გადავიდა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ეს ეტაპი მოიცავს სექტორის ჩრდილოეთით “ჰამასის” ობიექტებზე შეზღუდულ რეიდებს, სადაც ისრაელის არმიამ დაჯგუფების სამხედრო ინფრასტრუქტურა უკვე გაანადგურა.
პარალელურად, ღაზას სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
IDF ინარჩუნებს კონტროლს ნეტზარიმის დერეფანზე, რომელიც ყოფს სექტორის ცენტრს მისი სამხრეთ ნაწილისგან.