ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიას ბალისტიკური რაკეტებით ბომბავენ
რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას უკრაინის ტერიტორიის მორიგი სარაკეტო იერიში დაიწყეს. საჰაერო განგაში ქვეყნის, თითქმის, ყველა რეგიონშია გამოცხადებული.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსი სამხედროები აერობალისტიკურ რაკეტებს “კინჟალს” იყენებენ. მანამდე გახდა ცნობილი, რომ რუსული აეროდრომიდან ხუთი – MiG-31 გამანადგურებელი აფრინდა, რომელსაც ამ ტიპის რაკეტების ტარება შეუძლია.
გარდა ამისა, “რაშისტები” ფრთოსან რაკეტებსაც იყენებენ.
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია დნიპროში აფეთქებების სერიის შესახებ, თუმცა, შედეგებზე ინფორმაცია უცნობია.
ხარკოვში, სულ მცირე, 4 აფეთქების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი.
აფეთქებაა ხმელნიცკის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის რეგიონებში.