გიორგი როინაშვილის ნამუშევრების გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში
18 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიორგი როინიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. გოგი როინიშვილის მრავალმხრივი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ფერწერული და გრაფიკული დაზგური ნამუშევრების გარდა, მოიცავს მის მიერ დასურათებულ წიგნებს: ,,სამანიშვილის დედინაცვალი“, ,,დარისპანის გასაჭირი“, ,,ეგნატე ნინოშვილი“, ,,ჯანყი გურიაში“, ,,ქაოსი“ და სხვა. მუშაობდა პეიზაჟის, პორტრეტის ჟანრში, ქმნიდა თემატურ და აბსტრაქტულ ტილოებს, სატირულ ნახატებს, აფორმებდა ასევე სპექტაკლებსა და ფილმებს. მიუხედავად იმისა, რომ რეალიზმისადმი ერთგული რჩებოდა, მის ნამუშევრებში მეტაფორები, მხატვრული განზოგადება, სტილიზაცია მაინც აისახებოდა. ნებისმიერი მისი პერსონაჟი სახასიათო ნიშნებით გამოირჩეოდა. გიორგი როინიშვილის მრავალფეროვანი მხატვრული სტილი და თემატიკა ძალზე საინტერესო შემოქმედებით მიგნებას გააცნობს ფართო საზოგადოებას და წარადგენს მის წინაშე გიორგი როინაშვილს – მხატვარს, ილუსტრატორს. ფერმწერს, გრაფიკოსს და გროტესკული ნამუშევრების ავტორს. გამოფენა 28 სექტემბრამდე გაგრძელდება