დევიდ კემერონი ეგვიპტეში მიემგზავრება, სადაც “ჰამასთან” მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლორდი დევიდ კამერონი დღეს ეგვიპტეში, ღაზას საზღვართან ახლოს​ მდებარე ალ-არიშში მიემგზავრება, სადაც დაესწრება ღაზასთვის ბრიტანეთის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის პროცესს.

ამის შესახებ SkyNews-ი იტყობინება.

მინისტრი ასევე შეეცდება, წვლილი შეიტანოს „ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველყოფაში, ღაზასთვის დახმარების გაზრდასა და “ჰამასის” სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტაში“.

ერთი დღით ადრე, ლორდი კამერონი იორდანიაში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ აუცილებელია ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების და საწვავის მიწოდების გაზრდა.

მინისტრის თქმით, ისრაელის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე არ შეიძლება, იყოს ხანგრძლივი მშვიდობა ან ორი სახელმწიფოს შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები