მედია: ევროკომისია ხვალ უნგრეთისთვის 10 მილიარდი დოლარის გამოყოფის საკითხს დადებითად გადაწყვეტს

ევროკომისია ხვალ, 13 დეკემბერს უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს დადებითად გადაწყვეტს, რომელიც ადრე ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრობლემებთან დაკავშირებით გაყინული იყო.

ამის შესახებ უნგრული გაზეთი – Nepszava წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მანამდე, Politico წერდა, რომ ევროკომისია ამგვარ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებდა.

​ამისთვის უნგრეთის პარლამენტმა დღეს უნდა მიიღოს სასამართლო რეფორმის საბოლოო ელემენტი, რომელსაც ბრიუსელი ითხოვს.

ეს ნიშნავს, რომ უნგრეთს შეუძლია, მიიღოს თითქმის ნახევარი 22 მილიარდი ევროდან ერთობის ფონდიდან, რომელსაც ევროკავშირი ამჟამად აკავებს. თანხა დაუყოვნებლივ არ ჩაირიცხება, არამედ – რამდენიმე წლის განმავლობაში.

როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, გადახდები ნებისმიერ დროს შეიძლება, შეწყდეს, თუ აღმოჩნდება, რომ უნგრეთი არღვევს ევროკავშირის სტანდარტებს.

ნიშნავს ეს თუ არა, რომ ორბანი ამიერიდან დაუჭერს მხარს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებისთვის მწვანე შუქის მიცემას, 15 დეკემბერს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები