ორბანი ხვალ, 13 დეკემბერს ქვეყნის პარლამენტში უკრაინასთან დაკავშირებულ პოზიციაზე ისაუბრებს
უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ხვალ, 13 დეკემბერს ქვეყნის პარლამენტში მივა, სადაც კანონმდებლებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საკუთარ პოზიციას გააცნობს.
ამის შესახებ ორბანის სპიკერმა, ბერტალან ჰავასიმ თქვა.
უნგრეთის მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების პირობები არ დააკმაყოფილა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ობიექტურ და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს.