“მორალური გახრწნა და გარყვნილება კაცობრიობას ატომურ ბომბზე ადრე გაანადგურებს” – ირანის პირველი ლედი
ირანის პირველი ლედი, ჯამილა სადათ ალამოლჰოდა ფიქრობს, რომ მორალურ გახრწნას და გარყვნილებას შეუძლია კაცობრიობის განადგურება ბირთვულ იარაღზე ადრე.
ამის შესახებ მან გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში თქვა.
“ზნეობის ნაკლებობა გამოიწვევს გარემოს, კულტურის, ცივილიზაციისა და კაცობრიობის განადგურებას. მორალურ გახრწნას და გარყვნილებას შეუძლია კაცობრიობის განადგურება უფრო სწრაფად, ვიდრე ატომურ ბომბს”, – თქვა მან.
ირანის პრეზიდენტის მეუღლემ ასევე მოუწოდა ქვეყანაში დამკვიდრებული დრეს-კოდის დაცვისკენ და თქვა, რომ პრობლემა თავად წესებში არ არის.
მან ასევე დასძინა, რომ 2022 წელს, მაჰსა ამინის დაღუპვის შედეგ ქვეყანაში განვითრებული მოვლენები გარედან იმართებოდა.