ევროკომისიის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„თქვენი გამოცდილება და მტკიცე ერთგულება ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი უმნიშვნელოვანესი იქნება უფრო ძლიერი ევროპის ჩამოყალიბებაში, პოლონელი ხალხის საკეთილდღეოდ. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატაში დონალდ ტუსკის პრემიერ-მინისტრად არჩევას მხარი 248 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 201 – წინააღმდეგი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები