ჯოზეფ ბორელი: ღაზაში ვითარება არის კატასტროფული და აპოკალიფსური
ღაზაში ვითარება არის კატასტროფული, აპოკალიფსური, განადგურებით კი პროპორციულად კიდევ უფრო დიდი, ვიდრე გერმანიამ მეორე მსოფლიო ომში განიცადა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის საპასუხო ქმედებებმა მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდი მსხვერპლი გამოიწვია.
„ადამიანის ტანჯვა წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, სამოქალაქო მსხვერპლი საერთო დაღუპულთა 60-დან 70 პროცენტამდეა, ხოლო მოსახლეობის 85% იძულებით გადაადგილებულია“, – აღნიშნა ბორელმა.