ვიბრატორის ისტორია – როგორ გამოიყურებოდნენ პოპულარული მოწყობილობის „წინაპრები“

სამედიცინო დანადგარიდან ზურგის პერსონალურ მასაჟორამდე  – ვიბრატორს მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს. ის ახლა მხოლოდ ერთ მიზანს ესახურება – მიანიჭოს სიამოვნება ადამიანებს, მაგრამ მე-19 საუკუნეში ვიბრატორებს მხოლოდ ექიმები იყენებდნენ, როგორც ქალის ისტერიის სამკურნალო თითქმის ერთადერთ საშუალებას – ასეთ დიაგნოზს უსვამდნენ ყველა სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ქალს, რომლებიც ანორგაზმიისგან არაადეკვატურად იქცეოდნენ. 

მე-20 საუკუნეში ვითარება შეიცვალა – ეს დანადგარები პირადი მოხმარების საგნებად იქცა, მაგრამ არასდროს რეკლამდებოდა, როგორც სექსისთვის განკუთვნილი მოწყობილობა. ამის მაგივრად, მწარმოებლები ბუნდოვნად აღწერდნენ მას, როგორც პერსონალურ მასაჟორს, სამკურნალო თვისებებით. მხოლოდ ათობით წლის შემდეგ, როდესაც ქალური სექსუალობა აღიარეს, ხოლო თავად სექსი აღარ აღქიმებოდა მხოლოდ გამრავლებისთვის განკუთვნილ აქტად, ვიბრატორიც აღარ იყო მასაჟორი და იქცა იმად, რაც სინამდვილეში იყო.

1. მასაჟორი-ვიბრატორი „არნოლდ 1909“

Фотография: Женщины на грани истерики: история вибратора №2 - BigPicture.ru

ის ძალიან ჰგავს ხელის მიქსერს. „არნოლდის“ მასაჟორი რეკლამდებოდა, როგორც სახის ექსფოლიატორი, რომელიც მუდმივ ახალგაზრდობას უნარჩუნებდა ადამიანს.

2. ვიბრატორი Vibra King, 1922 წ.

Фотография: Женщины на грани истерики: история вибратора №3 - BigPicture.ru

ერთი შეხედვით, თანამედროვე ფენს ჰგავს, მაგრამ ჰაერს არ უბერავს. ისიც სახის სილამაზის შენარჩუნებისთვის პოზიციონირდებოდა და საქორწინო საჩუქრის რეკომენდაციასაც უწევდნენ.

3. Wahl Hand-e, 1940 წ.

Фотография: Женщины на грани истерики: история вибратора №4 - BigPicture.ru

მის შეფუთვაზე ეწერა, რომ გამოიყენება მასაჟისთვის, მაგრამ კონკრეტულად სხეულის რა ნაწილისთვის, მიზანმიმართულად არ სახელდებოდა. მისი „წინაპრებისგან“ განსხვავებით, ეს პროდუქტი განსაკუთრებით ჩუმი იყო.

4. მოწყობილობა თმის სტილისტებისთვის Oster Stim-u-lax for Barbers, 1948 წ.

Фотография: Женщины на грани истерики: история вибратора №5 - BigPicture.ru

შესაძლოა, ის თავიდან ზუსტად თმისთვის იყო ჩაფიქრებული, რათა სტილისტებს კლიენტებისთვის მასაჟი გაეკეთებინათ, მაგრამ რიგითი მოქალაქეებიც ძალიან მალე მიხვდნენ, რომ „სტიმულაქსის“ გამოყენება საძინებელშიც შეიძლებოდა.

5. ვიბრატორი „ენდისი“, 1942 წ.

Фотография: Женщины на грани истерики: история вибратора №6 - BigPicture.ru

სუპერმექანიკური „ენდისი“ სისხლის საუკეთესო ცირკულატორი – ასე იუწყება შეფუთვა. რატომ? იმიტომ, რომ ყველა პერსონალურ მასაჟორს, რომელიც ბაზარზე იყიდებოდა, კუნთების დაძაბულობა უნდა მოეხსნა – წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არავინ იყიდდა. ამ მოწყობილობას ძალიან ბევრი თავაკი ჰქონდა.

6. Niagara, 1968 წ.

მსოფლიოში პირველ მასაჟორი, რომელიც აღჭურვილი იყო სიჩქარის კონტროლერით.

ფოტო: ქალები ისტერიკის ზღვარზე: ვიბრატორი No7-ის ამბავი - BigPicture.ru

7. ნორელკოს მასაჟორი, 1969 წ.

რეკლამირებული იყო, როგორც ზურგის მასაჟორი, რომელსაც კუნთების დაძაბულობის მოსახსნელადაც იყენებდნენ, თუმცა უფრო ხშირად პორნოფილმებში წააწყდებოდით.

Фотография: Женщины на грани истерики: история вибратора №8 - BigPicture.ru

8.პირადი ვიბრატორი, 1970 წ.

ფოტო: ქალები ისტერიკის ზღვარზე: ვიბრატორი No9-ის ამბავი - BigPicture.ru

მსოფლიოში პირველი მოწყობილობა, რომელიც თანამედროვე სექს-სათამაშოებს ჰგავდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მოწყობილობა სექსუალური რევოლუციის ნაწილი გახდა.

9. ელექტრო მასაჟორი VP-1, 1983 წ.

სსრკ-ს ტერიტორიაზე, მოგეხსენებათ, დიდი ხნის განმავლობაში სექსი „არ არსებობდა“. ამიტომაც, ჩვენ ვაწარმოებდით „მასაჟორებს“, მაგრამ რა მიზნით იყო ისინი განკუთვნილი, ხალხი მხოლოდ გამოცდილებით მიხვდა.

ფოტო: ქალები ისტერიკის ზღვარზე: ვიბრატორი No10-ის ამბავი - BigPicture.ru

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები