ნინო წილოსანი: ანაკლიის პროექტი ახლა რომ არ ფუნქციონირებს და ჩვენ ამ უდიდეს სარგებელს რომ არ ვიღებთ, ამაში ერთადერთი დამნაშავე არის მამუკა ხაზარაძე მისი თანაგუნდელები და ის ჯგუფი, რომელიც ანაკლიის პორტს ხელმძღვანელობდა

,,ყველა სასამართლოს მხრიდან იყო აღიარებული დამნაშავედ ანაკლიის პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით. ალბათ ერთადერთი დარჩენია მას, რომ იგივე სიცრუით გააგრძელოს კომუნიკაცია თავის ამომრჩეველთან, რაც აქამდე ჰქონდა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

„რატომაც ეს პროექტი ახლა არ ფუნქციონირებს და ჩვენ ამ უდიდეს სარგებელს ანაკლიის პროექტიდან არ ვიღებთ, ამაში ერთადერთი დამნაშავე არის მამუკა ხაზარაძე, მისი თანაგუნდელები და ის ჯგუფი, რომელიც ანაკლიის პორტს ხელმძღვანელობდა“, – აცხადებს წილოსანი.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე აცხადებს:

„ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა, ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობაც ამით იყო განპირობებული. დღესაც მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნეს მიღწეული“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები