მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გამოიგონა ორი ახალი პოტენციური ანტიბიოტიკი, რომლებსაც შეუძლიათ წამლების მიმართ რეზისტენტული გონორეის და MRSA-ს განადგურება,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
პროექტში გამოყენებულმა AI-ალგორითმებმა რამდენიმე ათასი ქიმიური ნაერთის სტრუქტურა შეისწავლა და მათგან შერჩეულია ის, რომლებიც ყველაზე ეფექტურად ანადგურებს ანტიბიოტიკების მიმართ გამძლე პათოგენებს. მეცნიერების განცხადებით, ეს მეთოდი მნიშვნელოვნად ამცირებს ახალი პრეპარატების შემუშავების დროისა და ხარჯების მოცულობას.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიღებული მოლეკულები მომდევნო ეტაპზე კლინიკურ კვლევებში შევა, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) გუნდი ამბობს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა, შესაძლოა, ანტიბიოტიკების აღმოჩენის „მეორე ოქროს ხანა“ დაიწყოს.