მედია: ტრამპისა და პუტინის ისტორიული შეხვედრა დღეს გაიმართება

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ისტორიული სამიტი ალასკის ქალაქ ანკორიჯში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათზე) დაიწყება.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ქვეყნების ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრებენ, შემდეგ კი, შესაძლოა, მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართონ.

ოფიციალური პირების თქმით, მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე სამიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დასრულებისთანავე, ჯერ ზელენსკის დაურეკავს, შემდეგ კი – ევროპელ ლიდერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები