“ღაზაში ბავშვები იღუპებიან, ეს საშინელებაა, განსაკუთრებულ გრძნობებს იწვევს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში მომხდარი ჰუმანიტარული კატასტროფა ღრმა შეშფოთებას იწვევს.

ამის შესახებ მან BRICS-ის საგანგებო ონლაინ სამიტზე გამოსვლისას თქვა.

„ათასობით ადამიანის სიკვდილი, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი გაძევება და განვითარებული ჰუმანიტარული კატასტროფა – ღრმა შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კონფლიქტის დროს ბავშვებიც იღუპებიან.

“ეს საშინელებაა. როდესაც უყურებ, როგორ უკეთდებათ ანესთეზიის გარეშე ოპერაციები ბავშვებს, ეს რა თქმა უნდა განსაკუთრებულ გრძნობებს იწვევს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები