“ვფიქრობ, რომ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას არც ერთობას და არც ცალკე ყოფნას საქართველოში, პოლიტიკაში რაიმე რეალური სასიკეთო პერსპექტივა არ გააჩნია” – ქადაგიშვილი

“ვფიქრობ, რომ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას არც ერთობას და არც ცალკე ყოფნას საქართველოში, პოლიტიკაში რაიმე რეალური სასიკეთო პერსპექტივა არ გააჩნია”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამავდროულად, არის შიდა კონკურენციაც და ამ კონკურენციაში სააკაშვილი მოითხოვს, რომ ის იყოს ყველა მხრიდან უპირობოდ აღიარებული.

“სანამ ეს ასე არ იქნება, (რადგან ის თვლის, რომ ყველა მან გამოჩეკა) მანამდე ის ყოველთვის ერთგვარ შოლტს გადაუჭერს ხოლმე მის მიერ გაზრდილ ურჩებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები