საფრანგეთმა ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად მილიარდობით ზარალის შესახებ განაცხადა

საფრანგეთმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შედეგად 4-დან 6 მილიარდ ევრომდე დაკარგა.

ეს შეფასება ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, როლანდ ლესკურმა, RTL ტელეარხის ეთერში გააჟღერა.

ფრანგული მედია ვარაუდობს, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ეკონომიკური შედეგების საპასუხოდ შესაძლოა ხარჯების შემცირების შემდგომი ზომების მიღება.

„ჩვენ არაფრის გაუქმებას არ ვაპირებთ, მაგრამ შესაძლოა, სიფრთხილის ზომების მიღება მოგვიწიოს; ტექნიკურად, ამას გაყინვა ეწოდება. ჩვენ ვყინავთ ხარჯებს, რომელთა გალღობაც შემდეგ შეგვიძლია, თუ სიტუაცია გაუმჯობესდება“, – განმარტა ლესკიურმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ირანისა და შეერთებული შტატების მხრიდან შეცდომა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები