“კარგი იქნება, თუ ბრიუსელში ნელ-ნელა რევოლუციური სცენარებიდან თვალს რეალობას გაუსწორებენ და იმ მონაპოვარს რეალურად შეხედავენ, რაც საქართველოს აქვს” – ქადაგიშვილი

“კარგი იქნება, თუ ბრიუსელში ნელ-ნელა რევოლუციური სცენარებიდან თვალს რეალობას გაუსწორებენ და იმ მონაპოვარს რეალურად შეხედავენ, რაც საქართველოს აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, “სამწუხაროდ, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოში ქაოსი და რევოლუციური პროცესი გამოეწვიათ”.

„დროა, მათ გაიაზრონ და თავი დაანებონ ქვეყანაზე იმის დაბრალებას, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება დემოკრატიულ პროცესს აზიანებს. სამწუხაროდ, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოში ქაოსი და რევოლუციური პროცესი გამოეწვიათ. ეს მათი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არავინ აიღებს და ბოდიშს არ მოიხდის, მაგრამ კარგი იქნება, ნელ-ნელა რევოლუციური სცენარებიდან თვალს რეალობას თუ გაუსწორებენ და იმ

მონაპოვარს რეალურად შეხედავენ, რაც საქართველოს აქვს. ეს სასარგებლოა დღევანდელი ევროპისთვის. რაც შეეხება დემოკრატიას, კარგი იქნებოდა, რომ მათ 2024 წლის არჩევნებისთვის თვალი გაესწორებინათ და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისთვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალებისას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, სადაც, მათ შორის, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები