მადიარი უნგრეთის პრეზიდენტს თანამდებობიდან გადადგომით ემუქრება და ულტიმატუმს უყენებს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ტიზას“ პარტიის ლიდერი, პეტერ მადიარი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი და სხვა თანამდებობის პირები ნებაყოფლობით არ გადადგებიან, ის მათ თანამდებობიდან გაათავისუფლებს.

„თუ ეს თანამდებობის პირები 31 მაისამდე ნებაყოფლობით არ გადადგებიან, მაშინ მილიონობით უნგრელისგან მიღებული მანდატის საფუძველზე, ჩვენ მათ თანამდებობიდან გავათავისუფლებთ“, – დაწერა მადიარმა სოციალურ ქსელში.

მან დააკონკრეტა, რომ ეს ეხება უნგრეთის პრეზიდენტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ეროვნული მართლმსაჯულების ორგანოს პრეზიდენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და გენერალურ პროკურორს.

შეგახსენებთ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართა. არჩევნების შედეგების თანახმად, უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო ოფისმა ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, 18 აპრილს განაცხადა, რომ „ტიშას“ პარტიამ უნგრეთის პარლამენტში 141 მანდატი მოიპოვა, ხოლო მმართველმა „ფიდესისა“ და „ქრისტიანულ-დემოკრატიული სახალხო პარტიის“ ალიანსმა – 52.
მისწერეთ კვირა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები