ინდონეზიაში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში, მოლუკუს კუნძულების დასახლებულ პოუნქტ ტუალთან 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგები 140 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.

შესაძლო ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები