“მნიშვნელოვანი ეტაპი მოლდოვისთვის” – მაია სანდუ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას გამოეხმაურა
მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ევროკომისიის მიერ რესპუბლიკისთვის მიცემულ დადებით რეკომენდაციას გამოეხმაურა.
როგორც პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, ეს არის მოლდოვასთვის მნიშვნელოვანი ეტაპი.
“მნიშვნელოვანი ეტაპი მოლდოვასთვის. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, აღიარებს ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისა და განვითარების მიმართ. მოლდოვა მტკიცედ დგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ჩვენ გავაგრძელებთ დაუღალავად მუშაობას ამ მიზნის მისაღწევად”,- დაწერა სანდუმ.