კულტურის მინისტრმა ესტონეთის ელჩს უმასპინძლა

დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მინისტრის მოადგილეებმა კახა კანდელაკმა და ლევან ხარატიშვილმა საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პრიიტ ტურკს უმასპინძლეს. მხარეებმა სამომავლო გეგმებისა და ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელეს. ესტონეთის ელჩის თქმით, კულტურის სფეროში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობა უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა ქვეყნების მეტად დაახლოების მიზნით, მხარეებმა ბევრი ერთობლივი პროექტი უნდა განახორციელონ. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ესტონურ-ქართული კო-პროდუქციის შედეგად გადაღებულ ფილმზე „მანდარინები“. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული კინოსურათი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები