ახალი სეზონი რუსთაველის თეატრში

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი სეზონს რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლით გახსნის. „ასულნი“, – ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც პოლიკარპე კაკაბაძის პიესის „სამი ასულის“ მიხედვით იდგმება. სპექტაკლი პოლიკარპე კაკაბაძის 120 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი პრემიერა 16 სექტემბერს გაიმართება. სპექტაკლის მხატვარია ანა ნინუა, კომპოზიტორი – გია ყანჩელი, ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე; მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძეს ეკუთვნის; მონაწილეობენ: ნინო არსენიშვილი, მანანა გამცემლიძე, თათული დოლიძე, მარინა კახიანი, ზაზა ლებანიძე, ნანა ლორთქიფანიძე, ეკა მინდიაშვილი, მარიკა ჭიჭინაძე, დარეჯან ხარშილაძე და მარინა ჯანაშია. რუსთაველის თეატრი ახალ, 136-ე სეზონს კიდევ ერთი ახალი სპექტაკლით შეხვდება, ბერძენი რეჟისორი გრიგორის კარანტინაკისი სოფოკლეს „ელექტრაზე“ მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები