,,ანთროპოლოგიური თვლემა“

დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ ზურაბ შეყელაშვილის გამოფენას სახელწოდებით: ,,ანთროპოლოგიური თვლემა“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ შექმნილი ქვის ნაკეთობანი. ზურაბ შეყელაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ის 2009 წლიდან დღემდე გერმანიაში მოღვაწეობს. ჰქონდა 20-მდე გამოფენა კიოლნის, ბერლინის, ჰამბურგის, ლაიფციგის გალერეებში. ავტორის სურვილია, საზოგადოება წარმოდგენილი ქვის ინსტალაციის თანამონაწილე გახადოს. გამოფენის იდეა განაპირობა შავი ბაზალტის ვიზუალურმა და წარმოსახვითმა, სპირიტუალურმა სიღრმემ. ცხოვრება, როგორც დროებითი მარადიულობა – ესაა პროექტის ძირითადი მოტივი. ქართული კულტურიდან და ტრადიციიდან გამომდინარე, ქვებს უნდა მიეცეს განსხვავებული დატვირთვა, რომელიც არ უკავშირდება ადამიანის გარდაცვალებას, არამედ მის ჩვეულ მდგომარეობას, ყოველდღიურ მოვლენებს. გამოფენის მიზანია საზოგადობას გააცნოს გერმანიაში მოღვაწე წარმატებული ქართველი ხელოვანი, რომელიც დამთვალიერებლის წინაშე ორიგინალური და განსხვავებული იდეით წარდგება.
გამოფენა 25 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები