„ქართველი სამხედროების ნატოსთან თავსებადობის დონე საკმაოდ მაღალია“

   ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ კნუდ ბარტელსმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს შიარაღებული ძალების თავსებადობას მაღალი შეფასება მისცა, – ამის შესახებ განცხადება ბარტელსმა მედიასთან საუბრისას გააკეთა.
„ის ფაქტი, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთში მსახურობენ და ნატოს მოკავშირეებთან ერთად მხარდამხარ ასრულებენ მისიას, გვიჩვენებს, რომ ისინი სრულად ინტეგრირებულები არიან ISAF – ის ძალებთან. 11 000 სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც გაიარა გადასროლის წინა მომზადება და მსახურობდნენ ავღანეთში, უკვე ნიშნავს, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ნატოსთან თავსებადობის დონე საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა კნუდ ბარტელსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები